სიტყვა "მხატვრობა" მოიცავს ადამიანის მიერ შექმნილ ყველა
გამოსახულებას, პრეისტორიული გამოქვაბულის სურათებით დაწყებული -
თანამედროვე სამხატვრო გალერეის კედელზე დაკიდებული ავანგარდისტული
ტილოთი დამთავრებული. ადამიანები დიდი ხანია დაობენ იმაზე, თუ რა არის
მხატვრობა და რატომაა ის ასეთი მშვენიერი. მხატვრებსა და ხელოვნებათმცოდნეებს
შორის ხშირად ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, რაც
ზოგჯერ საკმაოდ ცხარე კამათის საგანიც გამხდარა. ფრანგი მხატვარი მანე ისე
აღაშფოთა ერთ-ერთი კრიტიკოსის მიერ გამოთქმულმა აზრმა, რომ იგი დუელშიც
კი გამოიწვია. არსებობს უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო კითხვა და არ არსებობს
სწორი ან მცდარი პასუხები,რადგან თითოეულ ადამიანს საკუთარი, სხვებისგან
განსხვავებული მოსაზრება და გემოვნება აქვს.
ზოგი ფიქრობს, რომ სურათი ლამაზი უნდა იყოს და ზუსტად ასახავდეს ცხოვრებას.
სხვების აზრით, მთავარი განწყობილებებისა და გრძნობების გადმოცემაა.
ზოგის აზრით, მხატვრობა იდეებს უნდა ასახავდეს, სხვებს მხოლოდ სურათით ტკბობა
სურთ. ამ საკითხთან დაკავშირებით იმპრესიონისტებს ცხარე დებატები ჰქონდათ.
მათ ერთ ნაწილს მიაჩნდა, რომ ყველაზე მნიშვენლოვანი თანამედროვე ცხოვრების
ადამიანებს განსხვავებული აზრი აქვთ ხელოვნების ნიმუშების ღირებულების შესახებ.
ვინსენტ ვან გოგი სიღატაკეში გარდაიცვალა, ვინაიდან მისი სურათების ყიდვა არავის
სურდა. მხატვრის მეგობრებიც კი იმას ამბობდნენ, რომ ეს ტილოები შეშლილის
დახატულს ჰგავდა. დღეს ვან გოგის სურათები ხელოვნების ერთ-ერთ
ყველაზე ძვირადღირებული ნიმუშებია მსოფლიოში.
კრიტიკოსი ჯონ რასკინი სასამართლოს წინაშეც კი წარდგა ჯეიმზ უისლერის სურათის
"შავი და ოქროსფერი ნოქტიურნის" შესახებ გამოთქმული აზრის გამო. რასკინი
ფიქრობდა, რომ სურათი ნაჩქარევი და მიფუჩეჩებული იყო. მას არ შეეძლო დაეჯერებინა,
რომ მხატვარი 200 გინეას ითხოვდა ტილოში, რომელიც მისი აზრით "მნახველისთვის
სახეში შესხმული საღებავი" იყო. უისლერმა უპასუხა, რომ სურათის ფასი
დამოკიდებულია არა დროზე, რომელიც მის დახატვას დასჭირდა, არამედ მხატვრის
ნიჭსა და გამოცდილებაზე. უისლერმა რასკინს სასამართლოში ცილისწამებისთვის
უჩივლა და გაიმარჯვა კიდეც, თუმცა მორალური ზარალისთვის მხოლოდ 1
ფარტინგი (პენის მეოთხედი) მიიღო. როგორც ჩანს, მოსამართლე თავადაც რასკინის
აზრს იზიარებდა.



No comments:
Post a Comment