Thursday, January 31, 2013

ფოტოგრაფია


     დღეს პოპულარობით სარგებლობს ფოტოგრაფიის საკითხი.
უმრავლესობის ჰობთა რიცხვს დაემატა ახალი ჰობი ფოტოხელოვნების სახით.
მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ნელ-ნელა მთელ მსოფლიოში გავრცელდა ეს სფერო.
ტეკნიკური მხარე კი დღითიდღე ვითარდება და იწევს წინ.
როგორც მოყვარულთა,ასევე პროფესიონალთა ფოტოაპარატების სრულყოფასთან ერთად სპეციალიზებული აპარატების კუნსტრუირებაც ვითარდებოდა.
ფოტოგრაფია თითქოს ახალი დარგია. მას განვითარება და აღიარება აკლია…
საქართველოში დაინტერესებულთა რიცხვი უფრო და უფრო იზრდება,განსაკუთრებით ახალგაზრდებში.ფოტოგრაფიის თავდაპირველი მიზანი იყო უფრო სწრადად მიეღო ის მხატვრული შედეგი,რასაც მხატვარი შედარებით დიდ დროს ანდომებდა.





სიტყვა "ფოტოგრაფია" მომდინარეობს ბერძნულიდან φώς (ფოს) "სინათლე" + γραφίς (გრაფის) "სტილუსი", "ფუნჯი" ან γραφή (გრაფე) "გამოსახვა ხაზების მეშვეობით" ან "ხაზვა", რაც ერთად ნიშნავს "სინათლის ხაზვას." ტრადიციულად, ფოტოგრაფიის პროდუქტს ნეგატივებს და ფოტოგრაფებს უწოდებდნენ, შემოკლებით კი, ფოტოებს.

ფოტოგრაფიის გამოგონებას წინ უძღოდა ვერცხლის ნიტრატის შუქმგრძნობიარობის დადგენა, რაც თავდაპირველად გერმანელმა მეცნიერმა ი.შულცმა აღმოაჩინა 1727 წელს. 1802 წელს ინგლისელმა ტ.უეჯვუდმა გამოსახულება მიიღო ისეთ ქაღალდზე, რომელიც გაჟღენთილი იყო ვერცხლის ნიტრატის ხსნარით, მაგრამ ვერ მონახა გამოსახულების დამაგრების ხერხი....***)) ფოტოგრაფიის გამოგონების თარიღად ითვლება 1839 წლის 19 აგვისტო, როცა პარიზის მეცნიერებათა აკადემიაში ფიზიკოსმა დ.არაგომ განაცხადა, რომ ლ.დაგერმა და ჟ.ნიეპსმა ერთობლივად შეიმუშავეს გამოსახულებათა მიღების ხერხი, რომელსაც მოგვიანებით დაგეროტიპია უწოდეს. კამერა-ობსკურაში ექსპონირების შემდეგ ფარულგამოსახულებიანი ფირფიტა მჟღავნდებოდა ვერცხლის წყლის ორთქლით. გამჟღავვნებული გამოსახულება ფიქსირდებოდა ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით. ამის შედეგად ფირფიტის არეკვლილ სინათლეზე დათვალიერებისას მასზე ჩანდა პოზიტიური გამოსახულება (დაგეროტიპი), რომლის გამრავლება შეუძლებელი იყო....








Saturday, January 26, 2013

ყველა დროის 20 საუკეთესო სიმღერა (II ნაწილი)



1.  Aerosmith - Crazy


        
ეს არის სიმღერა, რომლის კლიპიც ყველამ იცის ^_^  კლიპი, რომელიც  მოკლემეტრაჟიანი ფილმია და რომელშიც ლივ ტაილერი მონაწილეობს ^_^ 1994 წელს ეს ვიდეო იყო ყველაზე მოთხოვნადი ... სიმღერის ავტორები არიან   Joe Perry  და  Steven Tyler, სწორედ Liv Tyler-ის მამა :))


2. Bob Dylan - Knockin' On Heaven's Door




ეს არის სიმღერა, რომელიც შეასრულა უამრავმა მომღერალმა თუ ჯგუფმა, თუმცა ეკუთვნის ბობ დილანს ^_^ ის ასევე Soundtrack-ია ჩემი უსაყვარლესი ფილმისა სიმღესის მსგავსი სახელწოდებით: Knokin' On Heavens Door...

3. Phill Collins - Another Day In Paradise



ეს სიმღერა ეკუთვნის Phill Collins-ს. ეს იყო ნომერ პირველი სიმღერა მსოფლიოს მასთაბით და შესაბამისად ყველაზე წარმატებული მომღერლის კარიერაში. აიმსღერამ 1991 წელს Grammy Award-ის დაჯილდოებაზე მიიღო წლის საუკეთესო სიმღერის ტიტული.



4. Marvin Gaya and Tammi Terell -Ain't No Mountain High Enough



გენიალური სიმღერა და Soundtrack ფილმიდან: Stepmom :)))


5. Ray Charles - Say No more



Ray Charles საკმაოდ მძიმე ცხოვრება ჰქონდა. 4 წლის ასაკში მანდ დაკარგა უფროსი ძმა, 5 წლისას კი ნელ-ნელა მხედველობა უფუჭდებოდა და 6 წლისას საბოლოოდ წაერთვა თვალის ჩინი. 10 წლის ასაკში მამა გარდაეცვალა, 5 წლის შემდეგ კი დაკარგა დედაც... მან მისი ემოციები და გრძნობები გამოხატა მის მიერ შემქნილ მუსიკაში... Ray Chrarle-ს სიმღერა Say No More არის ხელოვნების, მუსიკისა და ნამდვილი სიყვარულის, გრძნობების ეტალონი, გამოხატულება... მე მჯერა, რომ ვისაც ეს სიმღერა მთელი სულითა და გულით უყვარს, უდიდესი სიყვარული შეუძლია ^_^ თუმცა კი, ეს არის სიმღერა, რომელიც განურჩევლად ასაკისა, სქესისა, მსოფლმხედველბისა თუ გემოვნებისა, მაინც აყვარებს თავს მსენელს და გრძნობებს უღვივებს და უმძაფრებს... სიმღერა, რომელმაც შეცვალა მსოფლიო ^_^


6. Oasis - Wonderwall



ეს არის სიმღერა, რომელიც ალბათ, ყველამ იცის... ის აღწერს წარმოსახვით მეგობარს, რომელიც მოვა და გადაგარჩენს საკუთარი თავისაგან ^_^


7. Barry White and Lisa Stansfield - All Around The World




სიმღერა ეკუთვნის Lisa Stansfield-ს, რომელიც საკმაოდ წარმატებული გამოდგა. შემდეგ კი შეასრულა დუეტი Barry White-თან ერთად და დუეტმა ორჯერ მეტ წარმატებას მიაღწია. ყველა დროის საუკეთესო სიმღერა ^_^


8. Smokie - What Can I do 



ესეც ერთ-ერთ მშვენიერი სიმღერა მშენიერი შესრულებით ^_^


9. Diana Ross - I Will Survive




სიმღერა ეკუთვნის ამერიკელ მომღერალ Gloria Gaynor-ს, რომელიც შემდეგ მრავალმა მომღერალმა შეასრულა, მათ შროსი ფრანგული ქავერიც არსებობს... თუმცა ჩემთვის საუკეთესო მაინც Diana Ross-ის ვარიანტია (სუბიექტური ვარ ) ...


10. Siread O'connor - Nothing Compares To You



ეს კი ყველანაირი ახსნის გარეშე, უბრალოდ ჩემი საყვარელი სიმღერა :)))))

Friday, January 25, 2013

ხელოვნების დარგები

არქიტექტურა

არქიტექტურა ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს -  ხელოსნობა; („ვიწყებ ხელოსნობას“) — შენობა-ნაგებობათა დაპროექტებისა და დიზაინის ხელოვნება და მეცნიერება. უფრო ვრცელი გაგებით არქიტექტურა ასევე მოიცავს მთელი სამშენებლო კომპლექსისა და მისი გარემოს დიზაინს.


მხატვრობა

სიტყვა "მხატვრობა" მოიცავს ადამიანის მიერ შექმნილ ყველა 
გამოსახულებას, პრეისტორიული გამოქვაბულის სურათებით დაწყებული - 
თანამედროვე სამხატვრო გალერეის კედელზე დაკიდებული ავანგარდისტული
ტილოთი დამთავრებული. ადამიანები დიდი ხანია დაობენ იმაზე, თუ რა არის 
მხატვრობა და რატომაა ის ასეთი მშვენიერი. მხატვრებსა და ხელოვნებათმცოდნეებს
შორის ხშირად ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, რაც 
ზოგჯერ საკმაოდ ცხარე კამათის საგანიც გამხდარა. ფრანგი მხატვარი მანე ისე
აღაშფოთა ერთ-ერთი კრიტიკოსის მიერ გამოთქმულმა აზრმა, რომ იგი დუელშიც
კი გამოიწვია. არსებობს უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო კითხვა და არ არსებობს 
სწორი ან მცდარი პასუხები,რადგან თითოეულ ადამიანს საკუთარი, სხვებისგან 
განსხვავებული მოსაზრება და გემოვნება აქვს.

ზოგი ფიქრობს, რომ სურათი ლამაზი უნდა იყოს და ზუსტად ასახავდეს ცხოვრებას.
სხვების აზრით, მთავარი განწყობილებებისა და გრძნობების გადმოცემაა. 
ზოგის აზრით, მხატვრობა იდეებს უნდა ასახავდეს, სხვებს მხოლოდ სურათით ტკბობა 
სურთ. ამ საკითხთან დაკავშირებით იმპრესიონისტებს ცხარე დებატები ჰქონდათ.
მათ ერთ ნაწილს მიაჩნდა, რომ ყველაზე მნიშვენლოვანი თანამედროვე ცხოვრების
სცენების ხატვა იყო, მეორე ნაწილს კი უფრო საგნებზე სინათლის ზემოქმედების შედეგები აინტერესებდა. 



ადამიანებს განსხვავებული აზრი აქვთ ხელოვნების ნიმუშების ღირებულების შესახებ. 
ვინსენტ ვან გოგი სიღატაკეში გარდაიცვალა, ვინაიდან მისი სურათების ყიდვა არავის
სურდა. მხატვრის მეგობრებიც კი იმას ამბობდნენ, რომ ეს ტილოები შეშლილის 
დახატულს ჰგავდა. დღეს ვან გოგის სურათები ხელოვნების ერთ-ერთ 
ყველაზე ძვირადღირებული ნიმუშებია მსოფლიოში.
კრიტიკოსი ჯონ რასკინი სასამართლოს წინაშეც კი წარდგა ჯეიმზ უისლერის სურათის 
"შავი და ოქროსფერი ნოქტიურნის" შესახებ გამოთქმული აზრის გამო. რასკინი
ფიქრობდა, რომ სურათი ნაჩქარევი და მიფუჩეჩებული იყო. მას არ შეეძლო დაეჯერებინა, 
რომ მხატვარი 200 გინეას ითხოვდა ტილოში, რომელიც მისი აზრით "მნახველისთვის 
სახეში შესხმული საღებავი" იყო. უისლერმა უპასუხა, რომ სურათის ფასი
დამოკიდებულია არა დროზე, რომელიც მის დახატვას დასჭირდა, არამედ მხატვრის
ნიჭსა და გამოცდილებაზე. უისლერმა რასკინს სასამართლოში ცილისწამებისთვის 
უჩივლა და გაიმარჯვა კიდეც, თუმცა მორალური ზარალისთვის მხოლოდ 1 
ფარტინგი (პენის მეოთხედი) მიიღო. როგორც ჩანს, მოსამართლე თავადაც რასკინის
აზრს იზიარებდა.