Saturday, January 26, 2013

ყველა დროის 20 საუკეთესო სიმღერა (II ნაწილი)



1.  Aerosmith - Crazy


        
ეს არის სიმღერა, რომლის კლიპიც ყველამ იცის ^_^  კლიპი, რომელიც  მოკლემეტრაჟიანი ფილმია და რომელშიც ლივ ტაილერი მონაწილეობს ^_^ 1994 წელს ეს ვიდეო იყო ყველაზე მოთხოვნადი ... სიმღერის ავტორები არიან   Joe Perry  და  Steven Tyler, სწორედ Liv Tyler-ის მამა :))


2. Bob Dylan - Knockin' On Heaven's Door




ეს არის სიმღერა, რომელიც შეასრულა უამრავმა მომღერალმა თუ ჯგუფმა, თუმცა ეკუთვნის ბობ დილანს ^_^ ის ასევე Soundtrack-ია ჩემი უსაყვარლესი ფილმისა სიმღესის მსგავსი სახელწოდებით: Knokin' On Heavens Door...

3. Phill Collins - Another Day In Paradise



ეს სიმღერა ეკუთვნის Phill Collins-ს. ეს იყო ნომერ პირველი სიმღერა მსოფლიოს მასთაბით და შესაბამისად ყველაზე წარმატებული მომღერლის კარიერაში. აიმსღერამ 1991 წელს Grammy Award-ის დაჯილდოებაზე მიიღო წლის საუკეთესო სიმღერის ტიტული.



4. Marvin Gaya and Tammi Terell -Ain't No Mountain High Enough



გენიალური სიმღერა და Soundtrack ფილმიდან: Stepmom :)))


5. Ray Charles - Say No more



Ray Charles საკმაოდ მძიმე ცხოვრება ჰქონდა. 4 წლის ასაკში მანდ დაკარგა უფროსი ძმა, 5 წლისას კი ნელ-ნელა მხედველობა უფუჭდებოდა და 6 წლისას საბოლოოდ წაერთვა თვალის ჩინი. 10 წლის ასაკში მამა გარდაეცვალა, 5 წლის შემდეგ კი დაკარგა დედაც... მან მისი ემოციები და გრძნობები გამოხატა მის მიერ შემქნილ მუსიკაში... Ray Chrarle-ს სიმღერა Say No More არის ხელოვნების, მუსიკისა და ნამდვილი სიყვარულის, გრძნობების ეტალონი, გამოხატულება... მე მჯერა, რომ ვისაც ეს სიმღერა მთელი სულითა და გულით უყვარს, უდიდესი სიყვარული შეუძლია ^_^ თუმცა კი, ეს არის სიმღერა, რომელიც განურჩევლად ასაკისა, სქესისა, მსოფლმხედველბისა თუ გემოვნებისა, მაინც აყვარებს თავს მსენელს და გრძნობებს უღვივებს და უმძაფრებს... სიმღერა, რომელმაც შეცვალა მსოფლიო ^_^


6. Oasis - Wonderwall



ეს არის სიმღერა, რომელიც ალბათ, ყველამ იცის... ის აღწერს წარმოსახვით მეგობარს, რომელიც მოვა და გადაგარჩენს საკუთარი თავისაგან ^_^


7. Barry White and Lisa Stansfield - All Around The World




სიმღერა ეკუთვნის Lisa Stansfield-ს, რომელიც საკმაოდ წარმატებული გამოდგა. შემდეგ კი შეასრულა დუეტი Barry White-თან ერთად და დუეტმა ორჯერ მეტ წარმატებას მიაღწია. ყველა დროის საუკეთესო სიმღერა ^_^


8. Smokie - What Can I do 



ესეც ერთ-ერთ მშვენიერი სიმღერა მშენიერი შესრულებით ^_^


9. Diana Ross - I Will Survive




სიმღერა ეკუთვნის ამერიკელ მომღერალ Gloria Gaynor-ს, რომელიც შემდეგ მრავალმა მომღერალმა შეასრულა, მათ შროსი ფრანგული ქავერიც არსებობს... თუმცა ჩემთვის საუკეთესო მაინც Diana Ross-ის ვარიანტია (სუბიექტური ვარ ) ...


10. Siread O'connor - Nothing Compares To You



ეს კი ყველანაირი ახსნის გარეშე, უბრალოდ ჩემი საყვარელი სიმღერა :)))))

No comments:

Post a Comment