Thursday, January 31, 2013

ფოტოგრაფია


     დღეს პოპულარობით სარგებლობს ფოტოგრაფიის საკითხი.
უმრავლესობის ჰობთა რიცხვს დაემატა ახალი ჰობი ფოტოხელოვნების სახით.
მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ნელ-ნელა მთელ მსოფლიოში გავრცელდა ეს სფერო.
ტეკნიკური მხარე კი დღითიდღე ვითარდება და იწევს წინ.
როგორც მოყვარულთა,ასევე პროფესიონალთა ფოტოაპარატების სრულყოფასთან ერთად სპეციალიზებული აპარატების კუნსტრუირებაც ვითარდებოდა.
ფოტოგრაფია თითქოს ახალი დარგია. მას განვითარება და აღიარება აკლია…
საქართველოში დაინტერესებულთა რიცხვი უფრო და უფრო იზრდება,განსაკუთრებით ახალგაზრდებში.ფოტოგრაფიის თავდაპირველი მიზანი იყო უფრო სწრადად მიეღო ის მხატვრული შედეგი,რასაც მხატვარი შედარებით დიდ დროს ანდომებდა.





სიტყვა "ფოტოგრაფია" მომდინარეობს ბერძნულიდან φώς (ფოს) "სინათლე" + γραφίς (გრაფის) "სტილუსი", "ფუნჯი" ან γραφή (გრაფე) "გამოსახვა ხაზების მეშვეობით" ან "ხაზვა", რაც ერთად ნიშნავს "სინათლის ხაზვას." ტრადიციულად, ფოტოგრაფიის პროდუქტს ნეგატივებს და ფოტოგრაფებს უწოდებდნენ, შემოკლებით კი, ფოტოებს.

ფოტოგრაფიის გამოგონებას წინ უძღოდა ვერცხლის ნიტრატის შუქმგრძნობიარობის დადგენა, რაც თავდაპირველად გერმანელმა მეცნიერმა ი.შულცმა აღმოაჩინა 1727 წელს. 1802 წელს ინგლისელმა ტ.უეჯვუდმა გამოსახულება მიიღო ისეთ ქაღალდზე, რომელიც გაჟღენთილი იყო ვერცხლის ნიტრატის ხსნარით, მაგრამ ვერ მონახა გამოსახულების დამაგრების ხერხი....***)) ფოტოგრაფიის გამოგონების თარიღად ითვლება 1839 წლის 19 აგვისტო, როცა პარიზის მეცნიერებათა აკადემიაში ფიზიკოსმა დ.არაგომ განაცხადა, რომ ლ.დაგერმა და ჟ.ნიეპსმა ერთობლივად შეიმუშავეს გამოსახულებათა მიღების ხერხი, რომელსაც მოგვიანებით დაგეროტიპია უწოდეს. კამერა-ობსკურაში ექსპონირების შემდეგ ფარულგამოსახულებიანი ფირფიტა მჟღავნდებოდა ვერცხლის წყლის ორთქლით. გამჟღავვნებული გამოსახულება ფიქსირდებოდა ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით. ამის შედეგად ფირფიტის არეკვლილ სინათლეზე დათვალიერებისას მასზე ჩანდა პოზიტიური გამოსახულება (დაგეროტიპი), რომლის გამრავლება შეუძლებელი იყო....








Saturday, January 26, 2013

ყველა დროის 20 საუკეთესო სიმღერა (II ნაწილი)



1.  Aerosmith - Crazy


        
ეს არის სიმღერა, რომლის კლიპიც ყველამ იცის ^_^  კლიპი, რომელიც  მოკლემეტრაჟიანი ფილმია და რომელშიც ლივ ტაილერი მონაწილეობს ^_^ 1994 წელს ეს ვიდეო იყო ყველაზე მოთხოვნადი ... სიმღერის ავტორები არიან   Joe Perry  და  Steven Tyler, სწორედ Liv Tyler-ის მამა :))


2. Bob Dylan - Knockin' On Heaven's Door




ეს არის სიმღერა, რომელიც შეასრულა უამრავმა მომღერალმა თუ ჯგუფმა, თუმცა ეკუთვნის ბობ დილანს ^_^ ის ასევე Soundtrack-ია ჩემი უსაყვარლესი ფილმისა სიმღესის მსგავსი სახელწოდებით: Knokin' On Heavens Door...

3. Phill Collins - Another Day In Paradise



ეს სიმღერა ეკუთვნის Phill Collins-ს. ეს იყო ნომერ პირველი სიმღერა მსოფლიოს მასთაბით და შესაბამისად ყველაზე წარმატებული მომღერლის კარიერაში. აიმსღერამ 1991 წელს Grammy Award-ის დაჯილდოებაზე მიიღო წლის საუკეთესო სიმღერის ტიტული.



4. Marvin Gaya and Tammi Terell -Ain't No Mountain High Enough



გენიალური სიმღერა და Soundtrack ფილმიდან: Stepmom :)))


5. Ray Charles - Say No more



Ray Charles საკმაოდ მძიმე ცხოვრება ჰქონდა. 4 წლის ასაკში მანდ დაკარგა უფროსი ძმა, 5 წლისას კი ნელ-ნელა მხედველობა უფუჭდებოდა და 6 წლისას საბოლოოდ წაერთვა თვალის ჩინი. 10 წლის ასაკში მამა გარდაეცვალა, 5 წლის შემდეგ კი დაკარგა დედაც... მან მისი ემოციები და გრძნობები გამოხატა მის მიერ შემქნილ მუსიკაში... Ray Chrarle-ს სიმღერა Say No More არის ხელოვნების, მუსიკისა და ნამდვილი სიყვარულის, გრძნობების ეტალონი, გამოხატულება... მე მჯერა, რომ ვისაც ეს სიმღერა მთელი სულითა და გულით უყვარს, უდიდესი სიყვარული შეუძლია ^_^ თუმცა კი, ეს არის სიმღერა, რომელიც განურჩევლად ასაკისა, სქესისა, მსოფლმხედველბისა თუ გემოვნებისა, მაინც აყვარებს თავს მსენელს და გრძნობებს უღვივებს და უმძაფრებს... სიმღერა, რომელმაც შეცვალა მსოფლიო ^_^


6. Oasis - Wonderwall



ეს არის სიმღერა, რომელიც ალბათ, ყველამ იცის... ის აღწერს წარმოსახვით მეგობარს, რომელიც მოვა და გადაგარჩენს საკუთარი თავისაგან ^_^


7. Barry White and Lisa Stansfield - All Around The World




სიმღერა ეკუთვნის Lisa Stansfield-ს, რომელიც საკმაოდ წარმატებული გამოდგა. შემდეგ კი შეასრულა დუეტი Barry White-თან ერთად და დუეტმა ორჯერ მეტ წარმატებას მიაღწია. ყველა დროის საუკეთესო სიმღერა ^_^


8. Smokie - What Can I do 



ესეც ერთ-ერთ მშვენიერი სიმღერა მშენიერი შესრულებით ^_^


9. Diana Ross - I Will Survive




სიმღერა ეკუთვნის ამერიკელ მომღერალ Gloria Gaynor-ს, რომელიც შემდეგ მრავალმა მომღერალმა შეასრულა, მათ შროსი ფრანგული ქავერიც არსებობს... თუმცა ჩემთვის საუკეთესო მაინც Diana Ross-ის ვარიანტია (სუბიექტური ვარ ) ...


10. Siread O'connor - Nothing Compares To You



ეს კი ყველანაირი ახსნის გარეშე, უბრალოდ ჩემი საყვარელი სიმღერა :)))))

Friday, January 25, 2013

ხელოვნების დარგები

არქიტექტურა

არქიტექტურა ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს -  ხელოსნობა; („ვიწყებ ხელოსნობას“) — შენობა-ნაგებობათა დაპროექტებისა და დიზაინის ხელოვნება და მეცნიერება. უფრო ვრცელი გაგებით არქიტექტურა ასევე მოიცავს მთელი სამშენებლო კომპლექსისა და მისი გარემოს დიზაინს.


მხატვრობა

სიტყვა "მხატვრობა" მოიცავს ადამიანის მიერ შექმნილ ყველა 
გამოსახულებას, პრეისტორიული გამოქვაბულის სურათებით დაწყებული - 
თანამედროვე სამხატვრო გალერეის კედელზე დაკიდებული ავანგარდისტული
ტილოთი დამთავრებული. ადამიანები დიდი ხანია დაობენ იმაზე, თუ რა არის 
მხატვრობა და რატომაა ის ასეთი მშვენიერი. მხატვრებსა და ხელოვნებათმცოდნეებს
შორის ხშირად ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, რაც 
ზოგჯერ საკმაოდ ცხარე კამათის საგანიც გამხდარა. ფრანგი მხატვარი მანე ისე
აღაშფოთა ერთ-ერთი კრიტიკოსის მიერ გამოთქმულმა აზრმა, რომ იგი დუელშიც
კი გამოიწვია. არსებობს უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო კითხვა და არ არსებობს 
სწორი ან მცდარი პასუხები,რადგან თითოეულ ადამიანს საკუთარი, სხვებისგან 
განსხვავებული მოსაზრება და გემოვნება აქვს.

ზოგი ფიქრობს, რომ სურათი ლამაზი უნდა იყოს და ზუსტად ასახავდეს ცხოვრებას.
სხვების აზრით, მთავარი განწყობილებებისა და გრძნობების გადმოცემაა. 
ზოგის აზრით, მხატვრობა იდეებს უნდა ასახავდეს, სხვებს მხოლოდ სურათით ტკბობა 
სურთ. ამ საკითხთან დაკავშირებით იმპრესიონისტებს ცხარე დებატები ჰქონდათ.
მათ ერთ ნაწილს მიაჩნდა, რომ ყველაზე მნიშვენლოვანი თანამედროვე ცხოვრების
სცენების ხატვა იყო, მეორე ნაწილს კი უფრო საგნებზე სინათლის ზემოქმედების შედეგები აინტერესებდა. 



ადამიანებს განსხვავებული აზრი აქვთ ხელოვნების ნიმუშების ღირებულების შესახებ. 
ვინსენტ ვან გოგი სიღატაკეში გარდაიცვალა, ვინაიდან მისი სურათების ყიდვა არავის
სურდა. მხატვრის მეგობრებიც კი იმას ამბობდნენ, რომ ეს ტილოები შეშლილის 
დახატულს ჰგავდა. დღეს ვან გოგის სურათები ხელოვნების ერთ-ერთ 
ყველაზე ძვირადღირებული ნიმუშებია მსოფლიოში.
კრიტიკოსი ჯონ რასკინი სასამართლოს წინაშეც კი წარდგა ჯეიმზ უისლერის სურათის 
"შავი და ოქროსფერი ნოქტიურნის" შესახებ გამოთქმული აზრის გამო. რასკინი
ფიქრობდა, რომ სურათი ნაჩქარევი და მიფუჩეჩებული იყო. მას არ შეეძლო დაეჯერებინა, 
რომ მხატვარი 200 გინეას ითხოვდა ტილოში, რომელიც მისი აზრით "მნახველისთვის 
სახეში შესხმული საღებავი" იყო. უისლერმა უპასუხა, რომ სურათის ფასი
დამოკიდებულია არა დროზე, რომელიც მის დახატვას დასჭირდა, არამედ მხატვრის
ნიჭსა და გამოცდილებაზე. უისლერმა რასკინს სასამართლოში ცილისწამებისთვის 
უჩივლა და გაიმარჯვა კიდეც, თუმცა მორალური ზარალისთვის მხოლოდ 1 
ფარტინგი (პენის მეოთხედი) მიიღო. როგორც ჩანს, მოსამართლე თავადაც რასკინის
აზრს იზიარებდა.

ხელოვნება ჩვენს ცხოვრებაში


რა როლს თამაშობს ხელოვნება ადამიანის ცხოვრებაში?

ჰიპოტეზა: 

ქართველების გენეტიკური მიდრეკილება ხელოვნებისადმი (სიმღერა, ცეკვა, მხატვრობა და ა. შ ) ღვთით ნაბოძები ნიჭი - უფლის ჯილდოა.

დამადასტურებელი ფაქტები: 

ხელოვნება რთული ფენომენია. სიმარტივე მოჩვენებითია. ვიწრო გაგებით, ერთ რაიმე საქმეში დაოსტატებაა, ფართო გაგებით, ამ ძველ, ესთეტიკურ, ისტორიულ ცნებას განმარტავენ, როგორც ზოგადად კულტურის არსებით ნიშნებს. სად და როდის შეიქმნა ხელოვნება, ამის განსაზღვრა შეუძლებელია. ეს საოცარი ფენომენი ჩვენი ხალხის განუყოფელი თანამეგზურია. ამ ხანგრძლივ გზაზე ხელოვნების ერთ-ერთ უნათლეს ფურცელს შლიან ბექა- და ბეშქენ-ოპიზრები. მათი ხელოვნება გამარჯვებისა და გადარჩენის ხელოვნებაა.
ხელოვნება გვეხმარება თვითგადარჩენისა და მსოფლიოში თვითდამკვიდრების პროცესში. ქართულ ენაში ხელოვნების ისეთი დარგები, როგორის ცეკვა და სიმღერაა გენეტიკური კოდის სახით არის ჩადებული. ყოველი ქართველი მღერის ან ცეკვავს, ან თუნდაც კარგად აქვს განვითარებული ხელოვნების შეცნობის ან აღქმის უნარი. ხელოვნება ღრმად არის შემოჭრილი ქართველი ადამიანის სულში. ქართველი ერი სწორედ ხელოვნების არსებებობამ გადაარჩინა ძნელბედობის ჟამს. 9 აპრილს შექმნილი სიმღერა ”ტიტები”, რუსეთ-საქართველოს ომის დროს შექმნილი უამრავი კლიპი, სიმღერა, თუ ფერწერული ნიმუშები და ფოტომასალები მიუთითებს იმაზე, რომ ქართველები გაჭირვების დროსაც კი, არა თუ არ კარგავენ სიმღერის ჟინს, არამედ ხელოვნების სხვადასხვა დარგის საშუალებით გამოხატავენ თავიანთ პროტესტს.
მსოფლიოში ჩვენი თვითდამკვირვების საფუძველი გახდა ცნობილი ”სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი”, რომელმაც მსოფლიოს ცეკვით გააცნო ჩვენი კულტურა, ტრადიციები და ისტორია. რად ღირს თუნდაც ქართული ”ჩაკრულო”, როდესაც იგი გასცდა დედამიწის საზღვრებს და კოსმოსში გაემგზავრა და მისი ფენომენი დრემდე ვერ ამოუხსნიათ. ნიკო ფიროსმანი ხომ ერთი უბრალო უსწავლელი ადამიანი იყო, რომელიც დუქნების კედლებზე ქმნიდა შემდგომში მსოფლიო შედევრებად ქცეულ ნახატებს. ეს ხომ ღვთით ნაბოძები ნიჭია, რომელსაც ვერც დაანგრევ და ვერც გაანადგურებ.

უარმყოფელი ფაქტები: 

ზოგიერთი უგულვებელყოფს იმ ფაქტს, რომ ხელოვნების არსებობა ადამიანში ღვთით ნაბოძები ნიჭია და თვლის, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ შრომისა და მეცადინეობის შედეგია. მრავალი მშობელი სმენის და ნიჭის არ ქონის და მიუხედავად თვლის, რომ მათი შვილი საუკეთესოდ უკრავს და მღერის.

დასკვნა:

რასაკვირველია შრომას შეუძლია შედეგი გამოიღოს, თუმცა ნიჭის გარეშე ხელოვნების შედევრებსა და ნიმუშებს ვერ მივიღებთ და წარმატებასაც ვერ მივაღწევთ.






Wednesday, January 23, 2013

სერიიდან: ყველა დროის 20 საუკეთესო სიმღერა (ნაწილი I)

იქიდან გამომდინარე, რომ 20ვე სიმღერა საუკეთესოა ყველა დროისათვის, გადავწყვიტე ციფრები და რიცხვები გამომეყენებინა მხოლოდ ნუმერაციისათვის და არა ადგილების მისანიჭებლად ^_^ ... მააააშ ასე :დდდ


                          ყველა დროის 20 საუკეთესო სიმღერა

                                            (ნაწილი I)


1.  Chris Norman (smokie) and Suzi Cuatro - Stumbli'n in


სიმღერა დაწერილია მიკ შამპმანისა და ნიკი შინის მიერ, ასრულებენ: სუზი კვადრო და კრის ნორმანი, ალბომიდან: If You Know Suzi...

2. Eagles - Hotel California



 სიმღერა "Hotel California-მ" 1977 წლის მაისში ბილბორდის HOT 100 სინგლის ჩარტები მოხსნა ერთი კვირით.  1978 წელს მეოცე საუკუნის Grammy Award-ის დაჯილდოებაზე მიიღო  Grammy Award წლის (1977) სიმღერა ...


3. Guns'N'Roses  - November Rain




" Nothing lasts forever, even the cold November Rain..." From single: November Rain (1992.June)


4. Pink Floyd - Another Brick In The Wall



"Another brick in the wall" არის "The Wall"-ის II ნაწილი. ორივე ალბომის თემატიკა არის ბერლინის კედლის დანგრევა.


5. Led Zeppelin - Rock'N'Roll




ჩემი აზრით, Rock'N'Roll-ის Led Zeppelin-ის ეს ვარიანტი არის საუკეთესო ამ სახელწოდებით შესრულებულ სიმღერებს შორის. შეიძლება სუბიექტური ვარ, თუმცა ობიექტურობასთან ახლოს მაინც ვიმყოფები (ვიმედოვნებ :დდ) ... სიმღერა გამოვიდა 1972 წელს...

6. George Michael - Careless Whisper




ეს არის George Michael-ის პირველი სიმღერა Wham!-ის გარეშე. სიმღერამ უზარმაზარ წარმატებას მიაღწია და მსოფლიო მასშტაბით 6 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა...

7. U2 - One 



ფაქტია, ამ სიმღერას არანაირი ახსნა და განხილვა არ სჭირდება... ის უბრალოდ U2-ს ONE არის :))


8. Fugees - Killing Me Softly




ეს იყო ნომერ პირველი სიმღერა 1973 წელს... შემდეგ უამრავმა შემსრულებელმა შეასრულა, მათ შორის აღსანიშნავია სწორედ ჯგუფი "Fugees", რომელიც Grammy Award-ის მფლობელიც გახდა :))


9. Elton John & Blue - Sorry Seems To Be The Hardest Word



ვგონებ ზედმეტი სიტყვები ამ სიმღერასთან დაკავშირებით ნამდვილად არ არის საჭირო,  1976 წელს გამოვიდა და მრავალმა შემსრულებელმა შეასრულა. მათ შროსი აღანიშნავია Blues-თან ერთად. ასევე სიმღერა შეასრულეს Elton John-მა, Ray Charles-მა და Joe Cocker-მა...


10. Roxette - Listen To Your Heart




და ბოლოს, შვედი მომღერლის ასევე უკვდავი სიმღერა, უკვდავი სიტყვებით: "Listen To Your Heart, Before You Tell Him Goodbey" ... :))

გამოჩენილი ადამიანები ხელოვნებაზე

გოეთე: ხელოვნება და მეცნიერება ის სიტყვებია, რომელთაც ხშირად ხმარობენ და იშვიათად ვინმემ იცის მათი ზუსტი 
განსხვავება. ზოგი კიდევ ერთის ნაცვლად მეორეს ამბობს. 
მხატვარი ცალი ხელით ცას უნდა ეხებოდეს, მეორით მიწას. 

ჰეგელი: უდარდელი, მსუბუქი ფანტაზია ვერასოდეს ვერ შექმნის ხელოვნების ნამდვილად ძვირფას ნაწარმოებს. 

აპოლინერი: ხელოვნების ნაწარმოების ღირსებას ჩვენ ვზომავთ გაწეული შრომის რაოდენობით. 

ბერლოტ ბრეჰტი: უზენაესი ხელოვნება ადამიანის სიყვარულია.
დიდი ხელოვნება დიდ მიზნებს ემსახურება 

ლ. ვ. ბეთჰოვენი: ჭეშმარიტი შემოქმედი, რომელსაც ხელოვნება ყველაზე უფრო მეტად უყვარს, ყოველთვის უკმაყოფილოა და მუდამ ცდილობს უფრო შორს წავიდეს. 

ლეონარდო და ვინჩი: ფერწერა - ესაა პოეზია, რასაც ხედავენ, ხოლო პოეზია - ფერწერაა, რომელსაც ისმენენ. 
ფერმწერი ედავება და ეჯიბრება ბუნებას. 

ჰიპოკრატე: სიცოცხლე მოკლეა, ხელოვნება კი გრძელი.