Wednesday, January 23, 2013

გამოჩენილი ადამიანები ხელოვნებაზე

გოეთე: ხელოვნება და მეცნიერება ის სიტყვებია, რომელთაც ხშირად ხმარობენ და იშვიათად ვინმემ იცის მათი ზუსტი 
განსხვავება. ზოგი კიდევ ერთის ნაცვლად მეორეს ამბობს. 
მხატვარი ცალი ხელით ცას უნდა ეხებოდეს, მეორით მიწას. 

ჰეგელი: უდარდელი, მსუბუქი ფანტაზია ვერასოდეს ვერ შექმნის ხელოვნების ნამდვილად ძვირფას ნაწარმოებს. 

აპოლინერი: ხელოვნების ნაწარმოების ღირსებას ჩვენ ვზომავთ გაწეული შრომის რაოდენობით. 

ბერლოტ ბრეჰტი: უზენაესი ხელოვნება ადამიანის სიყვარულია.
დიდი ხელოვნება დიდ მიზნებს ემსახურება 

ლ. ვ. ბეთჰოვენი: ჭეშმარიტი შემოქმედი, რომელსაც ხელოვნება ყველაზე უფრო მეტად უყვარს, ყოველთვის უკმაყოფილოა და მუდამ ცდილობს უფრო შორს წავიდეს. 

ლეონარდო და ვინჩი: ფერწერა - ესაა პოეზია, რასაც ხედავენ, ხოლო პოეზია - ფერწერაა, რომელსაც ისმენენ. 
ფერმწერი ედავება და ეჯიბრება ბუნებას. 

ჰიპოკრატე: სიცოცხლე მოკლეა, ხელოვნება კი გრძელი.

No comments:

Post a Comment